26 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
კანის კინოფესტივალი პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - ისაუბრეს ძალადობაზე, მსოფლიოს ნეგატიურ ლიდერებზე, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტზე, ასევე თბილისის 5-6 ივლისის მოვლენებზე

კანის კინოფესტივალი პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ფესტივალის პირველმა ფერადკანიანმა თავმჯდომარემ და ოსკაროსანმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ და ჟიურის სხვა წევრებმა პირველ პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრეს ძალადობაზე, მსოფლიო პოლიტიკის ნეგატიურ ლიდერებზე, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტზე.

პრესკონფერენციას ესწრებოდა ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე, რომელმაც ოსკაროსან რეჟისორს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვინც არ იცის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ სამყაროს განგსტერები მართავენ. "ნარინჯისფერი აგენტი"(რეჟისორმა დონალდ ტრამპი იგულისხმა), ის ბრაზილიელი ტიპი და პუტინი. ისინი განგსტერები არიან. აკეთებენ იმას, რაც სურთ. მათ არ გააჩნიათ მორალი, სინდისი და აკეთებენ იმას, რაც სურთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ავაზაკების წინააღმდეგ,"- აცხადებს სპაიკ ლი.

"მეც მინდა გიპასუხოთ. თავს საკითხში ჩახედულად არ ვთვლი, რომ აქტივიზმთან დაკავშირებით რაიმე სახის რჩევა მივცე ქართველ აქტივისტს ან ჟურნალისტს. მაგრამ ვფიქრობ, რომ კინო თავისი არსით ძალიან ხშირად ყოფილა პოლიტიკური არა პოლიტ-კორექტულობის ჭრილში, არამედ ემოციური კუთხით. თუ ჩვენს გონების ან გულის ხმას მოვუსმენთ, ვქმნით ფილმებს, რომლებიც ხშირად ყოფილა პოლიტიკური. სხვა შემთხვევაში პასიური და უმოქმედონი გამოვდივართ, როგორც ძალიან ბევრი ადამიანია რეალურად დღეს. მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ ჩვენი გულწრფელობის გამო გვიწევს პოლიტიკური განცხადებების კეთება,"-ამბობს ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლო. 

დღის ამბები