როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ, 8 ივლისს საქართველოში:
ხვალ ბათუმსა და ფოთში 27 გრადუსი სითბო იქნება.
+27 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.
+29 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
31 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.
ლენტეხსა და ცაგერში +27,
ამბროლაურში კი +28 გრადუსია მოსალოდნელი.
28 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალშიც.
გორში 31 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
+32 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 33 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
28 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში +27, ხოლო ყვარელში +29 გრადუსია ნავარაუდევი.