20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ენგურის ხიდზე გადამსვლელებს ვაქცინაციის სერთიფიკატს მოსთხოვენ - საოკუპაციო რეჟიმის კოვიდრეგულაციები

ენგურის ხიდზე არსებული ე.წ გამშვები პუნქტით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებსაც ვაქცინაციის სერთიფიკატი ექნებათ. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა აღნიშნული ე.წ. პუნქტის მონახულებისას გააკეთა.

ამასთან ლუდმილა სკორიკის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ სად იქნება ვაქცინა გაკეთებული და რომელი პრეპარატით. ამასთან გალის რაიონის მოსახლეობას საშუალება ეძლევა ვაქცინაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთოს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას.

უკანონო შეზღუდვა თითქმის ერთ წელზე მეტია მოქმედებდა. თავდაპირველად გადადგილება შეზღუდული იყო ყველა პირისთვის, შემდეგ კი ნაწილობრივი შემსუბუქება ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 18 ათასზე მეტია. ლეტალური შემთხვევები კი 250-ს აჭარბებს.  კორონავირუსისგან განიკურნა 15 600 ადამიანი.

დღის ამბები