საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების შედეგად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
"რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისგან, რომელმაც რამდენიმე საათით შეზღუდა საავტომობილო მიმოსვლა, გზა ამჟამად გაწმენდილია. ასევე, საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისაგან მოწყობილია გზის დამცავი კედელი,"- ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.