02 სექტემბერი 2026,   09:36
ვრცლად
ჯარისკაცებისადმი არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული დიმიტრი დევდარიანის სასამართლო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესით გაგრძელდება

ჯარისკაცების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთის, დიმიტრი დევდარიანის საქმეზე სასამართლო სხდომა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესით გაგრძელდება.  

ბრალდებული ამ დრომდე იყენებს დუმილის უფლებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი აპრილში დააკავა.

დღის ამბები