04 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
ხვალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემების შესწავლა დაიწყება - IPRM-ის ტექნიკურ შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტთან პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის წინ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალიდან სპეციალისტები საირიგაციო სისტემების შესწავლას დაიწყებენ. ტექნიკურ სამუშაოებში როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

ერგნეთის ტრადიციული შეხვედრა 13 ივლისისთვის არის ჩანიშნული.

დღის ამბები