20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო, DELTA შტამი 2,5-ჯერ მეტად იწვევს ჰოსპიტალიზაციას არავაქცინირებულებში - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ DELTA შტამი ორნახევარჯერ მეტად იწვევს ჰოსპიტალიზაციას, იმ ადამიანებში, რომლებიც არავაქცინირებულები არიან. ზაზა წერეთელი ამბობს, რომ ინდური შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო.

"ის რომ დელტა შტამი იწვევს შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ ზრდას, განსაკუთრებით არავაქცინირებულ საზოგადოებაში ეს ფაქტია და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი თუ საქართველოში შემთხვევების და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მოიმატებს. DELTA შტამი, აჩვენა კვლევებმა, ორნახევარჯერ მეტად იწვევს ჰოსპიტალიზაციას, იმ ადამიანებში, რომლებიც არავაქცინირებულები არიან. სახიფათო არის არა ის, მძიმედ მიმდინარეობს თუ არა ეს დაავადება, სახიფათოა რომ ჰოსპიტალების გადატვირთვა ხდება, ბევრი ადამიანი მიმართავს ჰოსპიტალს და შესაძლებელია იგივე სიტუაცია განმეორდეს, რომელიც შარშან სექტემბერ-ოქტომბერში იყო. 

ამ ფონზე რეგულაციების შემსუბუქება ნამდვილად ნაადრევი იყო, იმიტომ რომ ყველამ იცოდა, როგორც საუბრობდა მთელი ევროპა და ყველა მსჯელობდა, ერთადერთი საშუალება, როდესაც ვაქცინაცია არ არის, ეს არის  შეზღუდვები ქონა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ინდური შტამი აზიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან აცრილები,"-აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

დღის ამბები