მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულების სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს -რატომ იძალადებს ჟურნალისტებზე. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, აღელვებულმა ხელი მოიქნია და შემთხვევით მოხვდა ფოტოგრაფს, რომელმაც მძიმე დაზიანება მიიღო.
"აღელვებიდან გამომდინარე დროშის ტარი თუ მოვიქნიე და მოხვდა, ფიზიკურად პირადად ჟურნალისტს არ მოხვედრია. კამერას მოხვდა და არც კამერა არ დაზიანებულა. არანაირად მოძალადე ადამიანი მე არ ვარ, ვარ სოციალურად დაუცველი ორი შვილის მამა. მცირეწლოვანი შვილების მამა. ვმსახურობ ტაძარში, სადაც სტიქაროსანი ვარ,“ - ამბობს მჭედლიძე.
საქალაქო სასამართლო ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების საქმის განხილვას და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას განაგრძობს. პროცესები ხვალ, დილის 11:00 საათიდან გაგრძელდება. მსჯელობა გაიმართება 4 პირთან მიმართებაში.
ამ შემთხვევაში საუბარია "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია "მთავარის" წარმომადგენლებზე თავდასხმაზე, "სირცხვილიას" ოფისთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჯამში, 5-6 ივლისის მოვლენების დროს 17 ადამიანია დაკავებული. მათგან 13 მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა ბრალდებული.