გადაცდომა თუ გულგრილობა - უკავშირდება თუ არა ახალციხის კლინიკიდან 2 ექიმის გათავისუფლება გარდაცვლილი ექიმის საქმეს.
ოფიციალურად კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ თანამშრომლებმა შინაგანაწესი დაარღვიეს და მათი სამსახურიდან გაშვება ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეს არ უკავშირდება. "კურიერმა" დღეს ერთ-ერთ სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმთან გასაუბრება მოახერხა.
ვიოლეტა ინასარიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკამ ის და მისი კოლეგა სამსახურიდან იმის გამო გაუშვა, რომ კლინიკა "იმედის" ირგვლივ აჟიოტაჟი აღარ ყოფილიყო.
უკვე 3 თვეა გამოძიება გრძელდება, თუმცა ამ დრომდე ვერც ჯანდაცვის უწყებამ და ვერც კლინიკამ, მთავარ კითხვას - უკავშირდება თუ არა 27 წლის ექიმის გარდაცვალება კოვიდსაწინააღმდეგო აცრას, ვერ გასცა.