20 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა ოჯახები ხელისუფლებისგან 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვენ 

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა ოჯახები ხელისუფლებას უჩივიან. 520 მოსარჩელე მთავრობისგან, მათ შორის ჯანდაცვის უწყებისგან, მინისტრთა საბჭოსგან და ლომბარდიის რეგიონის ხელმძღვანელობისგან 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს. 

რამდენიმე ასეული მოქალაქის სარჩელის მოსმენა რომში უკვე დაიწყო. COVID-19-ით გარდაცვლილთა ოჯახები მთავრობას ლომბარდიის რეგიონში დაგვიანებული და არაადეკვატური ზომების გატარებაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეების მოპასუხე მხარეა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი და ლომბარდიის გუბერნატორი.

სწორედ ლომბარდიის რეგიონი გახდა ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მსხვილი კერა, მიუხედავად იმისა, რომ იტალია ასევე პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთთან ავიარეისები გააჩერა. 

დღის ამბები