02 სექტემბერი 2026,   22:24
ვრცლად
მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს - ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს

მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. საუბარია მათზე, ვინც ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე, ასევე "მთავარი არხის" ოპერატორზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

მოსამართლემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

შეგახსენებთ, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის ამ დრომდე, მხოლოდ 13 მოძალადეა დაჭერილი.

დღის ამბები