20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ეს იყო რუსეთის მიერ შექმნილი "ოპეგეს" განხორციელებული დარბევა - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები კარვების დარბევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვენ, ვინც 5 ივლისს, პარლამენტის წინ გაშლილი კარვების დარბევაში მონაწილეობდა.

აქტივისტების თქმით, რადიკალური ჯგუფები ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

"5 ივლისს, პარლამენტთან მოძრაობა "საქართველოსთვის" კარვებზე მოხდა ორგანიზებული თავდასხმა. ეს იყო პირდაპირ რუსეთის მიერ შექმნილი "ოპეგეს" განხორციელებული დარბევა, ამის გამო პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე, რომელმაც დააზიანა არა მხოლოდ ჩვენი ნივთები, არამედ მიაყენეს შეურაცხყოფა ჩვენი ორგანიზაციის წევრებსაც. კადრებში ნათლად ჩანს ის ადამიანები, რომლებიც გასცემენ ბრძანებას და რომლებიც ასრულებენ ამ ორგანიზებულ დარბევას,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მინაწილემ.

დღის ამბები