20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
მე მყავდა 22 პაციენტი, რომელიც ორჯერ იყო აცრილი, მათ ძალიან მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი -მაკა ბულეიშვილი

პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, ექსპერტი ჯანდაცვის საკიკთხებში მაკა ბულეიშვილი "დღის კურიერის" ეთერში იმ ვაქცინირებულ პირებზე საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა ვირუსი მარტივად გადაიტანეს.

ბულეიშვილის თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

"მე მყავდა 22 ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო აცრილი, მათ ძალიან მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი, არცერთს არ დასჭირდა რეანიმაცია. 

კლინიკა მხოლოდ 4 მათგანს დასჭირდა, მათაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და ამიტომ. დანარჩენებმა ბინაზე იმკურნალეს და ძალიან მალე გამოჯანმრთელდნენ,"- აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.

დღის ამბები