დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, pfizer-ის მილიონი დოზა ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს.
აქვე, ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები, ვინც AstraZeneca-ს პირველი დოზით არიან აცრილები, მეორე დოზით ვაქცინაციას ორშაბათიდან შეძლებენ.
"მილიონი დოზა, რაზეც არის საუბარი შემოვა თანდათანობით ეტაპობრივად და რა თქმა უნდა, pfizer დაგვაკვირდება ჩვენ, როგორი ინტენსივობა იქნება აცრების შემდგომი პარტიების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რამდენიმე ასეული ათასი დოზა ქვეყანაში ასევე იქნება.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან ყველა ეს ადამიანი შეძლებს თავისუფლად აცრას AstraZeneca-ს მეორე დოზაზე," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ავთო გვასალია