20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
28 წლიანი დევნილობის შემდეგ პირველად მიღებული ბინა - 230 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცემა

28 წლიანი დევნილობის შემდეგ 230 იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებელს კერძო საკუთრებაში პირველად მიიღებს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამ დრომდე სახელმწიფოს კუთვნილ ფართებში ცხოვრობდნენ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სულ 5000  ოჯახი გასახლდა, მათგან რამდენიმე ასეულს საშუალება მიეცა, სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხით სახლები სოფლად შეეძინა. ფართების დაკანონებასა და შეძენას კიდევ ათასობით ოჯახი ელოდება.

დღის ამბები