25 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
პანდემიური 365 დღე - ინსტალაციები, რომელიც განსხვავებული დღეების, განსხვავებულ ხასიათს აღწერს

პანდემიური 365 დღე და ინსტალაციები, რომელიც განსხვავებული დღეების, განსხვავებულ ხასიათს აღწერს - ახალგაზრდა არტისტმა სალი ნიკოლაიშვილმა ყველაზე ჩაკეტილი და დისტანცირებული კოვიდდღეები საკუთარი ნამუშევრებით გააფერადა.

მან ხატვისთვის ყოველი დღე გამოიყენა და შედეგად შედგა პროექტი, რომელიც სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცა.

ჟანრები ნამუშევრებში დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ჩნდებოდა ერთმანეთისგან განსხვავებული ესთეტიკა, რაც ერთ წლიანი ცხოვრების ეტაპებს გამოხატავდა. თითოეულ ნამუშევარს თავისი სახელი აქვს, რომელიც კონკრეტული დღის ხასიათს, თუ სიტუაციას აღწერს.

დღის ამბები