გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
ხვალინდელი ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:
ბათუმში 26 გრადუსი იქნება.
ფოთში კი 27 გრადუსი სითბო.
+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება.
+26 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
31 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხსა და ცაგერში +26, ამბროლაურში კი +25 გრადუსია მოსალოდნელი.
22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
+24 გრადუსი იქნება თბილისშიც. რუსთავში 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
22 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში +21, ხოლო ყვარელში +24 გრადუსია ნავარაუდევი.