უხვი ნალექის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც ღვარცოფული გამონატანები გამოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.