20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშია - სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონია მიმდინარეობს  

თითქმის 4 საუკუნის შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამშობლოს უბრუნდება. საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.

ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. სიწმინდე ქართულ ეკლესიას გადაეცემა და ის საქართველოში სამუდამოდ ბრუნდება.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონია იმართება, მას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე დავით ზალკალიანი ინდოელი კოლეგა ესწრებიან. 

დღის ამბები