20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
თბილისის ოლიმპიურ პარკში, საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ტოკიოს ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონია გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ პარკში, საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადების და ტოკიოს ოლიმპიადაზე გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში, 35 ქართველი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიადა 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება და სულ 205-მდე ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი იასპარეზებს.

რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებს, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი გამოვა, მედროშე კი პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, ირმა ხეცურიანი იქნება.

ძალოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ჯილდო წინასთან შედარებით ბევრად დიდია და აუცილებლად ეცდება ახალი ოლიმპიური რეკორდის დამყარებას.

კარატეში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გოგიტა არქანიას მოლოდინები პოზიტიურია და გამარჯვებისთვისაა მოტივირებული.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენრტის კახა ბასილიას თქმით, კარატე წელს პირველადაა შეტანილი ამ დიდ ფორუმზე და ყველანაირი რესურსი აქვთ ქართველ სპორტსმენებს, რომ ოლიმპიური თამაშებიდან მედლით დაბრუნდნენ.

დღის ამბები