ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 5 ივლისის მოვლენები შეაფასა.
კელი დეგნანი მომხდარის გამო იმედგაცრუებულია, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი საზოგადოების მიმართ. კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს და მიუღებელია მათთვის ძალადობა.
"ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე. მოგეხსენებათ შეერთებული შტატები ბევრს და მრავალია წელია მუშაობს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაზე, მისი შესაძლებლობის განვითარებისა და მასების მართვის კუთხით. იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იქნა გამოყენებული ძალადობის წინააღმდეგ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას, მიუღებელია ძალადობა, განსაკუთრებით მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ. ეს ნამდვილად იყო იმედგაცრუების დღე.
საქართველო ცნობილია თავისი უფლებების დაცვით, ტოლერანტობით და ამ ღირებულებების პატივისცემით და ამ დღეებში ეს იყო ამ ღირებულებებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა წამყვანი როლი შეასრულოს აგრესიის დაგმობაში, როდესაც იგი ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა,“ - აცხადებს კელი დეგნანი.