20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
COVID-კრიზისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - დე-ფაქტო მთავრობა უკვე აცხადებს, რომ პანდემიას დამოუკიდებლად ვეღარ გაუმკლავდება

სამედიცინო პერსონალი, შესაბამისი აღჭურვილობა, მედიკამენტები - ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის აუცილებელი და რომლის მწვავე დეფიციტიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა. პრობლემებზე სამედიცინო პერსონალი უკვე ღიად საუბრობს.

კოვიდინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში დღითიდღე იზრდება და დღე-ღამეში 350-ს აღწევს. მკვეთრად მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. დე-ფაქტო მთავრობა უკვე აცხადებს, რომ პანდემიას დამოუკიდებლად ვეღარ გაუმკლავდება.

პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო 12 ივლისიდან ფუნქციონირებას წყვეტს კულტურული დაწესებულებები. ძალაში რჩება აკრძალვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესახებაც. ანალოგიური მეთოდებით კოვიდპანდემიას ებრძვიან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც, თუმცა ჯერჯერობით აქაც წარუმატებლად. დეფიციტია, როგორც საწოლ ფონდის, ისე ცოცხალი ძალის და ტექნიკის კუთხით. დე-ფაქტო ხელისუფლება კრიზისის წინაშეა.

ამ ფონზე ძალაში რჩება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეთავაზება დახმარების თაობაზე. თუმცა, როგორც ჩანს საოკუპაციო რეჟიმს მოსახლეობის მდგომარეობა ნაკლებად აღელვებს და მათი სიცოცხლის ფასადაც ე.წ "ჩაკეტილი საზღვრების" პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს.

 

დღის ამბები