20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
პარლამენტთან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია დაანონსდა

საქართველოს პარლამენტთან "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია - "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა. საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

მათი მოთხოვნებია:

"ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.

1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები