რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.