საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"დღეს, თბილისის დროით 14:42 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში სოფელ სამებასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.