20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
აქციაზე მოვედი როგორც ლექსოს მეგობარი, ჩემთვის ეს არის ყველაზე შემზარავი, მძიმე რეალობა - გვანცა დარასელია

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, "სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

გვანცა დარასელია "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მისი მეგობარი იყო.

"მე აქ მოვედი როგორც ლექსოს მეგობარი. ჩვენ ბევრი წელი ვიმუშავეთ ერთად. ჩემთვის ეს არის ყველაზე შემზარავი, მძიმე რეალობა, როდესაც კარგავ ადამიანს, რომელთანაც გაკავშირებს პროფესიული, მეგობრული ურთიერთობა და მეორე ამ ადამიანს კარგავ იმ პროცესების გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს. 

მე როგორც მედიის წარმომადგენელი და როგორც 2 შვილის დედა, მოვედი აქ იმისთვის, რომ მოვითხოვო უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მოხდეს სწორი გამოძიება ამ ფაქტის და ამის შემდეგ იზრუნონ ჩვენს უსაფრთხოებაზე," - განაცხადა გვანცა დარასელიამ. 

დღის ამბები