"ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას" - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია იმართება. მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას.
გაიმართა პერფორმანსიც და ყველა მედიასაშუალებამ კამერა და მიკროფონი დააწყო.
ამასთან, მედიის წარმომადგენლები 5 ივლისის მოვლენებსაც გმობენ.