30 აგვისტო 2026,   08:09
ვრცლად
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქციები გაიმართა

გადადგეს ღარიბაშვილი - ამ მოწოდებით აქციები თბილისის პარალელურად გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე და ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ისინი 5 ივლისს თბილისის ცენტრში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ქვეყანაში მედია ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მედიის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. ადგილობრივმა სამოქალაქო სექტორმა "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმო.

შეკრებილების შეფასებით, ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება ძალადობრივი ქმედებების წახალისება და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობის მეთაურმა უნდა აიღოს.


დღის ამბები