08 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
5 ივლისს რაც იყო, იმაზე ნაკლები ახლა გარეთ ნამდვილად არ ხდება - ვატო წერეთელი

"ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებელმა და გენერალუმა დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ 5 ივლისზე ნაკლები ვითარება ახლა პარლამენტის გარე ტერიტორიაზე არ არის. ვატო წერეთლის განცხადებით, ისინი პარლამენტში შესვლასა და გასაუბრებას ითხოვენ, ყველასთან, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარესთან.

"5 ივლისს რაც იყო, იმაზე ნაკლები ახლა გარეთ ნამდვილად არ ხდება. ძალიან ბევრი რამე გვაქვს სათქმელი დაწყებული 5 ივლისიდან, დამთავრებული გუშინდელი დღით და ამაზე კიდევ მეტი. უბრალოდ, გვინდა შემოსვლა და გასაუბრება, ყველასთან, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, მნიშვნელობა არა აქვს," - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. მას შემდეგ რაც მედიის წარმომადგენლების მიერ დაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჟურნალისტები - ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

დღის ამბები