"დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები" - საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის შესახებ პირველი კვლევა გამოქვეყნდა.
ავტორები წერენ, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და ამ შემთხვევების გამოუძიებლობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
თუმცა, მეორე მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის ფაქტს და თვლიან, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
კვლევა IDFI-სა და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ერთობლივად მოამზადეს.