20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ამინდი უარესდება - სინოპტიკოსები წყალმოვარდნების და მეწყრული პროცესების შესახებ გვაფრთხილებენ 

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

"13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები