ხმაური ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რასაც 4 პირის დაკავება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.
"ნაძირალა ღარიბაშვილმა წაახალისა პოლიციელები, რომ იძალადონ. ჩვენ ვითხოვდით რიჟვაძესთან შეხვედრას, რაღაც განცხადებებს აკეთებს ეს მამის ბიჭი ეს და მაგის გამო 7 ადამიანი ციხეში ზის. ადამიანიო მოკლეს, თქვენი კოლეგა რუსთაველზე და დამდგარი კიდევ რაღაც სახეებს აჩვენებენ და ძველბიჭობენ, მალე დამთავრდებიან. რამდენიმე ადამიანი დავინახე დაკავებული იყო, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე,"- განაცხადა "კურიერის" პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლევან ანთაძემ.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.