20 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განახლდა - პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივი არიან შეკრებილები. უკვე დაიწყო სიტყვით გამოსვლები.

ამ წუთებში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ჟურნალისტი, ვახო სანაია მიმართავს, რომელმაც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების სია წაიკითხა.

მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად ყვითელი ავტობუსებიც დგას.

 

დღის ამბები