აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება - ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან იმ მედიასაშუალების წარმომადგენლების სახელები და გვარები გააჟღერა, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქების დროს დაშავდნენ. როგორც ვახო სანაიამ განაცხადა, ეს ადამიანები ხელისუფლების მმართველობას დაასრულებს.
"ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართლი მედია, ეტყობა. "ქართულო ოცნება", კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ...
"კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შეაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? - არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, - განაცხადა სანაიამ.
სწორედ ეს ხალხი დაგასრულებს შენ, ვინც ამ მოედანზე იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა. პრემიერ-მინისტრო, შენ ამ ხალხს დაჰპირდი სიკვდილს და შენ ეს ხალხი გიპასუხებს ისე, როგორც საჭიროა.
ან თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, ან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩამოწვება წყვდიადი და წყვდიადი არ არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს, წყვდიადი არ არის ის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ გავანათებთ რუსთაველს, ჩვენ დავამარცხებთ ბოროტებას, უსათუოდ დავამარცხებთ!"- განაცხადა ვახო სანაიამ.