აქცია რუსთაველის გამზირიდან "ქართული ოცნების" ოფისთან ინაცვლებს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები "ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან.
"ლექსოსთვის" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე 3 საათზე დიდხანს მიმდინარეობდა. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ახლა პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის მეთაურის გადადგომას ითხოვდნენ.
შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა.