20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ყვითელი ავტობუსების მობილიზება და გალობა მედიის აქციის საპასუხოდ - "ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. აქციაზე მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი. შენობის სიახლოვეს მოხდა ყვითელი ავტობუსების განთავსებაც, რომელშიც პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობითა და ფარებით სხედან. აქციაზე გალობით გამოჩნდნენ სასულიერო პირებიც. 

აქციის მონაწილეთა მხრიდან ისმის შეძახილები - "წადი". 

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა "სირცხვილიას" ოფისში სასტიკად სცემეს.

 

დღის ამბები