20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ 

"TV პირველის" ოპერატორს დღეს დაკრძალავენ. ლექსო ლაშქარავას ​გამოსვენება იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე იქნება.

"TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ საწოლში ნახა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივმი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

"TV პირველის" ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ. 

დღის ამბები