მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში - სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ბრიფინგი გააწყვეტინეს.
"დღეს ჩვენს კოლეგას ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და ვფიქრობ, რომ არავის აქვს უფლება დღეს აქ იდგეს," - განაცხადა "ფორმულას" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
მათ წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები: პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში ჩართული დამნაშავეების დასჯა.
"თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, მოძალადე პრემიერ-მინისტრი და ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ," - განაცხადეს მათ.
ჟურნალისტებმა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ტრიბუნაზე დატოვეს.