20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
უზარმაზარი ბნელი ენერგია აკუმულირდა და გამოვლინდა დამანგრეველ მოქმედებაში, სიკვდილში, სიცოცხლის მოსპობაში - დეკანოზი ზაზა სამღვდელოების განცხადებებზე

ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ზაზა თევზაძე მიიჩნევს, რომ თუ სასულიერო პირებმა დამოკიდებულება არ შეცვალეს ეკლესია დემონებს და კაციჭამიებს დაემსგავსება. სასულიერო პირმა "დღის კურიერში" 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და მაღალი იერარქები ძალადობის მოწოდებაში დაადანაშაულა, რაც დეკანოსის თქმით სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.  

"არ შეიძლება პასუხისმგებლობის აცილება, რომ ჩვენ არ გვეხება. როგორ არ გეხება, როდესაც მსგავსი რამ ხდება და იყო საშინელი განცხადებები, მეუფე სპირიდონს ცქიფურიშვილის, მახსოვს ეს - ისეთი საშინელი განცხადება, ნაცისტებს რომ შეშურდებოდა ისეთი მოწოდებები იყო და ამის უკან წაღება როგორ შეიძლება, იმან უკვე დააზიანა, მუქარა, დევნა ეს დაანონსა და ეს ადამიანებს აზიანებს, ამის უკან წაღება ასე იოლი არ არის. როცა ადამიანს მოკლავ, ეს შეუქცევადი პროცესია. 

ძალადობა იმიტომ არის სახიფათო, როდესაც მოხდება მისი აღსრულება, მატერიალიზიცია, რომელსაც მსხვერპლი, ცრემლი, უბედურება, დაობლებული შვილი, გაუბედურებული დედა მოყვება, წარმოიდგინეთ ლექსოს დედა, რამხელა ტრაგედიაა და ეს ყველაფერი, სწორედ ამ მსგავსი პროპაგანდის, მოწოდების მატერიალიზაციაა უკვე, თავისით კი არ მოსულა. უზარმაზარი ბნელი ენერგია აკუმულირდა და გამოვლინდა დამანგრეველ დესტრუქციულ მოქმედებაში, სიკვდილში, სიცოცხლის მოსპობაში.

ეს უბრალო რაღაც არ არის, თქვა და გაფრინდა. ახლა მოინანია და ვიდეო გაავრცელა თურმე. ეს ღმერთისგან უზარმაზარ რისხვას გამწივევს, არ შეიძლება ამას შევეგუოთ და შევურიგდეთ, დავემსგავსებით დემონებს და კაციჭამიებს, არავინ შემოგვხედავს, თუ ჩვენ დამოკიდებულებას არ შევცვლით,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა მამა ზაზა თევზაძე .

დღის ამბები