"TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ეხმაურება. ჯულიეტა ჭანტურია, მოძალადეებს ვაი პატრიოტებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ საქმით რუსულ საქმეს აკეთებენ:
"5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ "ვაი პატრიოტებს" რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.
მეცოდება თქვენი შვილებიც...
ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო,"- წერს ჯულიეტა ჭანტურია.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. 5 ივნისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლექსო ლაშქარავაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.