20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ვინ წაახალისა 5 ივლისი - მღვდელმთავრების ნაწილი ძალადობის გამართლებას და მომხდარში ისევ ნაცემი ჟურნალისტების დადანაშაულებას ცდილობს

ვისი პასუხისმგებლობაა, ის რომ მოძალადე ჯგუფებმა თავს უფლება მისცეს და ჟურნალისტებს, რომლებიც უბრალოდ მოვლენებს აშუქებდნენ, საათების განმავლობაში დასდევდნენ, ურტყამდნენ და ასახიჩრებდნენ.

სასულიერო პირები საჯარო განცხადებებში თანხმდებიან, რომ ხუთი ივლისი წარმოუდგენელი ძალადობის დღე იყო, თუმცა მაღალი იერარქიის ნაწილი ამ ძალადობის გამართლებას და მომხდარში ისევ ნაცემი ჟურნალისტების დადანაშაულებას ცდილობს.

ერთ-ერთი მათგანი, სინოდის წევრი მიტროპოლიტი ანტონია, რომლის განცხადებასაც სიძულვილის ენის გამოყენების გამო სიუჟეტში ვერ ნახავთ.

მასსავით რადიკალური დღეს სხვა მღვდელმთავრები არ ყოფილან, მათ ისაუბრეს ძალადობის დამკვეთსა და შემსრულებლის დასჯაზე, თუმცა საით იხრება პასუხისმგებლობის ისარი ამ დრომდე არავის უთქვამს.

საპატრიარქოს პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა პრესსპიკერმა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ სასულიერო პირს რომელიც რუსთაველზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, საპატრიარქოში მხოლოდ უსაყვედურეს.

საპატრიარქომ, დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ისინი მრევლს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ. ინსტიტუციაში განმარტავენ, რომ მათი მოწოდება ასევე შეიცავდა გზავნილს, აქცია ყოფილიყო მშვიდობიანი, თუმცა მოვლენები რადიკალურად სხვა მიმართულებით განვითარდა, დაზარალებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი, პასუხისგებაში კი ამ დრომდე მხოლოდ 20 პირია მიცემული.

დღის ამბები