20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ძლიერი წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. უმეტეს რაიონში ძლიერ წვიმს ელოდებიან დასავლეთ საქართველოშიც. წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც.

ხვალ ბათუმში +26, ფოთში კი 27 გრადუსი სითბო იქნება. +28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება. +25 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. 30 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში. ლენტეხსა და ცაგერში +27, ამბროლაურში კი +26 გრადუსია მოსალოდნელი. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში 30 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. +31 გრადუსი იქნება თბილისში. რუსთავში 33 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში. სიღნაღში +28, ხოლო ყვარელში +29 გრადუსია ნავარაუდევი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები