ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს, ინფორმაცია "რუსთავის 2-ს" პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა". ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.
ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთილს ბრალდებით 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.