ცოტა ხნის წინ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა შიმკენტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ლევან ცხადაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება.