ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა - პრემიერი შს მინისტრთან და სუს-ის უფროსთან ერთად დახვდება ზაზა გახელაძეს.
უკანონო პატიმარს, რომელიც ოოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას 1 წელი ჰყავდა დაკავებული, ქართულ მხარეს რამდენიმე წუთში გადმოსცემენ.
ზაზა გახელაძეს ელოდებიან მედიის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები.
5 თებერვალს ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.