"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე და იმ კონკრეტულ ჯგუფებზე საუბრობს, რომლებმაც, მისი შეფასებით, "სცადეს გარდაცვლილით სპეკულირება".
"ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას.
ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და კონკრეტული მედიასაშუალებების პარტიული მენეჯერები გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილს იყენებდნენ, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.