სამ წლიანი მზადების შემდეგ მარნეულში ქართულ-ჰოლანდიური ფერმა გაიხსნა. მასში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო.
საქართველოში ჩამოყვანილია სარძეო ჯიშის ჰოლშტეინური მსხვილფეხა საქონელი, რომელიც რთულ პირობებს უძლებს და წელიწადში 10 ათასზე მეტ ლიტრ რძეს იწველება.
ფერმაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ნიდერლანდების ელჩიც დაესწრო.
"მოხარული ვარ აქ ყოფნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფერმა და ადგილია, რადგან აქ ნიდერლანდური ინვესტიცია და ცოდნაა ჩადებული რათა საზოგადოებამ აქედან სარგებელი მიიღოს და ჰყავდეს კარგი ძროხები, ფერმა, ყველი, რძე," - აცხადებს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია (მააიკე) ვან კოლდამი.