19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ფოთში ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი "მეტადონის პროგრამიდან" წამლის მოპარვის გამო დააკავეს

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.

დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ღვინჯილია 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.

დღის ამბები