20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

საქალაქო სასამართლოში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაეკითხათ. საქმეზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მის ხელმძღვანელობას ედავებიან. სხდომა 22 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები