20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ზაზა გახელაძის ტყვეობიდან თავისუფლების პირველი დღე - რა ასახელებენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში მისი გათავისუფლების მიზეზად

ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს ერთ წლიანი ტყვეობის შემდეგ, სულ რაღაც 24 საათია, რაც დაუბრუნდა. თუმცა მისი ტყვეობიდან გათავისუფლება, პოლიტიკოსებისთვის განსხვავებული შეფასებების გაკეთების საფუძველი გახდა.

ოპოზიციისთვის საქართველოს მოქალაქე, ცხინვალის იზოლატორიდან საერთაშორისო საზოგადოებამ გაათავისუფლა, "ქართული ოცნება" კი, გახელაძის თავისუფლებაში პარტნიორების გარდა, ხელისუფლებისა და პატრიარქის როლსაც ხედავს.

საქართველოს მოქალაქეს, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება, დღეს დიპლომატებმაც მიულოცეს.

უკანონო ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე სახლში გუშინ დაბრუნდა.

დღის ამბები